მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდ

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლსა და სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა ჩაბმულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც მემორანდუმის პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდება და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესებას ითვალისწინებს.       

გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობის სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისკენ. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს და სხვ.

Add to Twitter Add to Facebook