მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესзუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულის ტელეფონით ესაუბრა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენის შესახებ ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ყურადღება კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილეს. ლიდერებმა ასევე უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

სატელეფონო საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის.

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მაისში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის თაობაზეც ისაუბრეს, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილება სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელებისა და რეგიონში სტაბილურობის საკითხები.

საუბრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებენ. 

Add to Twitter Add to Facebook