მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქმენეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს დოვლეტმურატ მურატოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თურქმენეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში თურქმენეთის საელჩოს გახსნის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა და დოვლეტმურატ მურატოვმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილეს. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიც განიხილეს, რომელიც წლის ბოლომდე შედგება.

Add to Twitter Add to Facebook