მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

იაპონიის ეროვნულ პრესკლუბში საქართველოს პრეზიდენტი ქართული და ადგილობრივი მედიის 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს ვიზიტის შესახებ ესაუბრა და მათ დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით გააცნო ინფორმაცია. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველო-იაპონიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს დაუთმო და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც. ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული კურსი იყო.

„ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია და ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც ამ აგრესიის დროს, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მხრიდან და ეს აგრესია იქნა შეჩერებული. ამავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მსოფლიოსგან, მათ შორის, იაპონიისგან. ასევე ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობა უკრაინის კრიზისის მიმართულებითაც. მაგრამ ქართული გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული მდგომარეობა უცვლელია. დიახ, ჩვენ გვქონდა მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მხრივ,  მაგრამ ვერც ერთობლივად მოვახერხეთ, ბოლომდე მიგვეყვანა ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი. ომის პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგა საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაგრამ შემდგომში საერთოდ გაქრა  საერთაშორისო განხილვის თემატიკიდან.  აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ საქმე არა მხოლოდ რეაგირებაშია, არამედ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებების სიმტკიცეში, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ წლების განმავლობაში საკითხმა არ დაკარგოს აქტუალობა. ვფიქრობ, ძალიან მარტივია აუხსნა ეს ისეთ მტკიცე და ერთგულ ერს, როგორიც იაპონელი ხალხია, რადგან მათ კარგად იციან, რამდენად დიდი ძალა აქვს  სიმტკიცეს. ასე რომ, 2008 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ მივიღებდით უკრაინას და ახლა უკვე საქართველოს ანექსიის გაგრძელებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook