მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და ბუნმეი იბუკიმ ორი ქვეყნის ურთიერთობის თაობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მხარეები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ. საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა ის სამწუხარო რეალობა, რომელის წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად დგას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ყირიმის ანექსიის საკითხზეც გაამახვილა.

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა პირადად უმასპინძლა და მას საკანონმდებლო ორგანოს შენობა დაათვალიერებინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ნანა ყეინიშვილი, შოთა ხაბარელი, გია ცაგარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.

Add to Twitter Add to Facebook