მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველო-იაპონიის მეგობრობის საპარლამენტო ასოციაციის პრეზიდენტს იჩირო აიზავას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკის სფეროს სტაბილურ განვითარებას. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციის ზრდას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია საპარლამენტო ჯგუფების ურთიერთობის განმტკიცება და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

იჩირო აიზავას განცხადებით, იაპონიის მთავრობა მუდმივად ეხმარებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და  მზად არის კვლავაც დაეხმაროს მას განვითარების პროცესში.   

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის გზაზე თანადგომისთვის, ასევე იმ ურყევის პოზიციისათვის, რომელსაც იაპონია მუდმივად ავლენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. გიორგი მარგველაშვილმა იჩირო აიზავას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იაპონიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია საქართველოს მიმართ. 

Add to Twitter Add to Facebook