მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სოფლის, მეთევზეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს კოია ნიშიკავას შეხვდა. საუბრისას, მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და იმ პოტენციალზე ილაპარაკეს, რომელიც ქვეყნებს ამ მიმართულებით აქვს. საუბარი იმ დახმარებასაც შეეხო, რომელსაც იაპონიის მთავრობა საქართველოს გაუწევს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ტექნიკური მიმართულებით თანამშრომლობა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მხარეებმა შეხვედრის მსვლელობისას იმსჯელეს. როგორც საუბრისას აღნიშნეს, ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ამ მხრივ დეფიციტია.    

„იაპონიასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამ შეხვედრის დროს განვიხილეთ ამ სფეროში პარტნიორობის პერსპექტივა. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიური მიმართულებით. ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და მისი ბიზნესად ქცევის პერსპექტივას. ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწეყობს იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო მეორე მხრივ, თანდათანობით მოხდება საექსპორტო ბაზრების ათვისება“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

Add to Twitter Add to Facebook