მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო. როგორც აღინიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ,  ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - განაცხადა დავით პატარაიამ.   

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook