მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეაჯამებას დაესწრო.  თეა წულუკიანმა  შეკრებილ საზოგადოებას 2013 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით  მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა, თეა წულუკიანსა და მის გუნდს კი წარმატებები უსურვა.

„საზოგადოების წინაშე იუსტიციის მინისტრი დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეფასებით წარსდგა. მოვისმინეთ შთამბეჭდავი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში მინისტრისა და მისი გუნდის მიერ გაკეთდა. გამოვყოფდი შრომის კოდექსს, რომლის ინიციატორიც  ქალბატონი თეა იყო. ეს უაღრესად კარგი დოკუმენტია, თუმცა, შესაძლოა, მომავალში დახვეწაც დასჭირდეს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

  

Add to Twitter Add to Facebook