მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. ამ მიზნით გიორგი მარგველაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რათა შერჩეულ კანდიდატებს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ და პარლამენტში კონსესუსით იყვნენ არჩეული.

„გრძელდება პრეზიდენტის მიერ დაწყებული კონსულტაციების პროცესი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხზე. დღეს შეხვედრა გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედარა იყო გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა კონკრეტული მოსაზრება ამ პოროცესის თაობაზე. საბჭოს თითოეულმა წევრმა ასევე გამოხატა საკუთარი პოზიცია შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით“, - განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. 

შეხვედრისას კონკრეტული კანდიდატების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

 

Add to Twitter Add to Facebook