მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი კიევში სლოვენიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კიევში სლოვენიელ კოლეგას შეხვდა

უკრაინაში ვიზიტის დროს საქართველოს პირველი პირი სლოვენიის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია სლოვენიის მხარდაჭერა და გამოცდილება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. საუბრისას მათ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებაც იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბორუტ პაჰორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  მხარდაჭერისათვის; ასევე იმ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც გაერომ მიმდინარე წლის 5 ივნისს მიიღო.

საქართველოსა და სლოვენიის  პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პირველად გაიმართა და მას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook