მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი მიიღო.

საუბრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების  სფეროებში საქართველო-ლატვიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია.

Add to Twitter Add to Facebook