მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა იუოზას ოლეკასსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც  ისაუბრა და ყურადღება სამხედრო წვრთნებზე გაამახვილა, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ჩაატარებს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ პაკეტს და ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივას.  

"ეს იყო ძალზე ნაყოფიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა გამოხატა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სტრატეგიულ მიზანს. ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა ხდება უელსში მიღებული პაკეტის იმპლემენტაცია. საქართველო მზადაა შეასრულოს მიცემული დავალება. ლიტვა კი მზადაა მხარდაჭერისათვის. საქართველოს მისწრაფებას ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოების მტკიცედ უჭერენ მხარს. მჯერა, რომ  უელსის სამიტზე აღნიშნული პაკეტის მიღების შემდეგ საქართველო უფრო საიმედო ქვეყანა გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ თანამშრომლობა ლიტვასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და განსაკუთრებით გაძლიერდება და გაღრმავდება თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინაში შექმნილი ვითარება.  

შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე. 

Add to Twitter Add to Facebook