მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მალტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს ანჯელო ფარუჯას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსაც შეეხო და ქვეყნის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა. მხარეებმა ყურადღება ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზეც გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, ანჯელო ფარუჯამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც მან აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, მალტა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირთან ინტეგრაციის, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.  

ეს მალტის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ორი ქვეყნის ისტორიაში. ანჯელო ფარუჯა უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. 

Add to Twitter Add to Facebook