მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვბილი მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს ვაზიანის სამხედრო ნაწილში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიაღაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული უშიშროების ახლადდანიშნული მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს მაღალი ინდივიდუალური მომზადების გამომჟღავბნებისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისათვის, 42-ე მექანიზებული სამხედრო მოსამსახურეები მედლებით „საბრძოლო დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

 

Add to Twitter Add to Facebook