მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომლის ფარგლებში გაიმართა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მიერ გამოცემული წიგნის „თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან“ პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც თეკლათის მონასტრის  ისტორიასა და იქ მცხოვრები  ბერ-მონაზვნების მოღვაწეობის შესახებ  მოგვითხრობს, ეძღვნება სრულიად საქართველოს -კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.   

გიორგი მარგველაშვილმა მამა შიოს წიგნის გამოცემა მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"ჩემთვის სასიხარულო დღე იყო, რადგან ჩემი ახლო მეგობრის, მიტროპოლიტ შიოს მრავალწლიანი ნამუშევრის პრეზენტაცია შედგა. ეს არის ნაშრომი, თეკლათის მონასტრის თაობაზე. ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია ისიც, რომ შესაძლებლობა მომეცა უშუალოდ მეცნიერებათა აკადემიის კედლებში მიმელოცა მეცნიერებისთვის მსოფლიო დღე. დღეს ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვა ერთმანეთს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

მეცნიერების მსოფლიო დღე დაარსებულია 2001 წელს იუნესკოს მიერ და ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ დღეს, იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა საგანგებო მიმართვით ეხმაურება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეცნიერებს. 2014 წლის 10 ნოემბერი - მეცნიერების მსოფლიო დღე - ეძღვნება ხარისხიან სამეცნიერო განათლებას. 

Add to Twitter Add to Facebook