მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ

მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესახებ და მის გადმოტანას მიმდინარე წლის ივნისამდე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამავე დროს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ პოლიტიკური ნაწილის შეთანხმების ხელმოწერა. ეს არის ისტორიული მოვლენა, რაც, ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას.  

Add to Twitter Add to Facebook