მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ,,ექვთიმეობა"-ს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ,,ექვთიმეობა"-ს ულოცავს

დღს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, და მასთან ერთად,  მთელი ჩვენი საზოგადოება წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის გაცნობიერება, რომ ეს დიადი სულის ადამიანი - ჩვენი თანამედროვე იყო. დღესაც ჩვენს შორის, ჩვენ საზოგადოებაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას და ცოცხლად ატარებენ დიდი მამულიშვილის ხსოვნას.

ძნელად მოიძებნება საზოგადოებრივი ყოფის რომელიმე სფერო, რომლისთვისაც ექვთიმე თაყაიშვილს დიდი ძალისხმევა არ გაეღოს:

აქტიურად მონაწილეობდა წერა-კითხვის საზოგადოების საქმიანობაში, უნივერსიტეტის დაარსებაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების მუშაობაში, მის სახელს უკავშირდება ვეფხისტყაოსნის ძველ ხელნაწერთა აღმოჩენა, უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური, საისტორიო, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული მოღვაწეობა.

ფასდაუდებელია მისი გმირული თავგანწირვა, რომლის ფასადაც საქართველომ თავისი ისტორიული საგანძური შეინარჩუნა და საბოლოოდ დაიბრუნა.

ექვთიმე თაყაიშვილი - ღვთისკაცი, როგორც მას ჩვენმა ეკლესიამ უწოდა, იდეალია თანამედროვე მოღვაწისა. მისი ცხოვრება და ღვაწლი სახელმძღვანელო უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სამშობლოს მსახურება დაუსახავს უზენაეს მიზნად.

Add to Twitter Add to Facebook