მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო. ღონისძიების წამყვანმა, ფორუმის პრეზიდენტმა, პროფესორმა შვაბმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტამბოლში ჩასვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობის დიდი მნიშვნელობა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან რეგიონალური თანაშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებით მან ის პროექტები გამოყო, რომლებსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმატებით ახორციელებს ერთობლივად. თურქეთის პრეზიდენტი გლობალური უსაფრთხოების, რეფორმებისა და სხვა ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.

Add to Twitter Add to Facebook