მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს კანადაში პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს კანადაში პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო

შეშფოთებული ვარ ოტავაში პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა.

საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს აქტიურად თანამშრომლობს მის დასამარცხებლად და საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყოველთვის მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს და მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხის წინააღმდეგ. 

Add to Twitter Add to Facebook