მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა  განიხილეს და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გარე და შიდა გამოწვევებსაც. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური უსაფრთხოების, რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა იყო.

ამას გარდა, შეხვედრისას ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული ეროვნული უშიშრობის საბჭოს როლითა და მისი მუშაობით, რადგან საქართველოს წინაშე დღეს დიდი, სტრაგიული მნიშვნელობის გამოწვევებია. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საქართველოს საშინაო პოლიტიკის, მოახლოებული არჩევნებისა და ნატოს სამიტის შესახებ. ნატო დაინტერესებულია საქართველოში ამჟამად არსებული ვითარებით, რადგან ჩვენ ვემზადებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებისათვის. ამ მინისტერიალებზე კი ვადგენთ ნატოს სამიტის დღის წესრიგს“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.  

Add to Twitter Add to Facebook