მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.  12 თებერვალს გიორგი მარგველაშვილი ბაქოში  აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ამას გარდა, ქვეყნის პირველი პირი შეხვდრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან.

13 თებერვალს, ქვეყნის პირველი პირი ქალაქ კახს ეწვევა და ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ქალაქ გაბალასაც ესტუმრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი.

დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.

Add to Twitter Add to Facebook