მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 20 იანვარს შედგება. ანკარაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან ჯემილ ჩიჩექთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირი ათათურქის მავზოლეუმს ეწვევა და მის საფლავს გვირგვინით შეამკობს. ანკარაში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.

Add to Twitter Add to Facebook