მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა, უპირველესად, ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, განიხილეს ეკონომიკური საკითხები და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის აუცილებელია განვითარდეს ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ მიმართულებით პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და უკრაინის კრიზისის შესახებაც იმსჯელეს.

ქვეყნის პირველმა პირმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზეც გაამახვილა.

Add to Twitter Add to Facebook