მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალ სეზარ გრაბარჩიკს შეხვდა.შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და  ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატება იყო.

გიორგი მარგველაშვილმა და სეზარ გრაბარჩიკმა საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთის რესპუბლიკაში შესაძლო ვიზიტი და ასევე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტის პერსპექტივაც განიხილეს.შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან  მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.

სეზარ გრაბარჩიკმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რომელზეც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. ჩვენ, როგორც პარლამენტი,  მზად ვართ გავაღრმვაოთ ურთიერთობები საქართველოსთან  ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა პოლონეთის სეიმის ვიცე მარშალმა. 

Add to Twitter Add to Facebook