მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში შეხვედრებს აგრძელებს

პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის და სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს  შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო  საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების  თანამშრომლობას. ყურადღება მათ პოლონეთის გამოცდილებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ამ გამოცდილების გაზიარების თაობაზე გაამახვილეს.

ქართული დელეგაციის წევრებმა პოლონელ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს მიმართ იჩენს. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

ქვეყნის პირველი პირი დღესვე პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად საგანგებო მიღება გამართეს.  

Add to Twitter Add to Facebook