მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ სენატორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ სენატორს შეხვდა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატორს ბოგდან კლიხს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშროლობის გაღრმავების შესახებ ისჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს. ქვეყნის პირველმა პირმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყანაში ხორციელდება.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველს ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის პოლონელ სენატორს მადლობა გადაუხადა.  

Add to Twitter Add to Facebook