მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი რევაზ ადამიას დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი რევაზ ადამიას დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დიდუბის პანთეონში ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ ადამიას დაკრძალვას დაესწრო.
„რეზოსთან რამდენიმე ათეული წლის გნმავლობაში ვმეგობრობდი. ჩვენ დავკარგეთ უაღრესად დახვეწილი დიპლომატი, პოლიტიკაში ძალზე აქიურად ჩაბმული ადამიანი; ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში ყოფნისას არასდროს დაუკარგავს ადამიანური ღირებულებები; მეცნიერი, ახალგაზრდობის აღმზრდელი, სპორტსმენი, რომელიც აქტიურად ემსახურებოდა ჩვენს სამშობლოს. ძალიან მძიმეა რეზოსთან განშორება‘‘, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook