მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი მარგველაშვილის  განცხადებით, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრისას არსებულ  პრობლემებთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელეს.  

"დღეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ - ერთი ეთნიკური, მეორე კი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ეს ორი თემა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ პრობლემურ თემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ მხრივ ვაწყდებით და რომელთა გადალხვაც საქართველოს, ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს იდენტურობას, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტობის კულტურა, ხოლო მეორე მხრივ უფრო მეტად დაუახლოებს ევროპას, რადგან ეს ის მიმართულებაა, რომლისკენაც მივისწრაფით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook