მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

„რუმინეთი მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. მჭიდრო კავშირი გვაქვს   კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით და აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება. საუბარი შეეხო  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში მისი რატიფიცირების პერიოდი დგება. დღის წესრიგში უკვე ამ პროცესის დაჩქარების საკითხი დგას“, – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ივანე მაჭავარიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და 
საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია ესწრებოდნენ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

Add to Twitter Add to Facebook