მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიტუს კორლატეანს შეხვდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლადარჩეულ პრეზიდენტს დემოკრატიულად გამართული არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მას ქვეყანის განვითარების შემდგომ ეტაპზე. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრეს და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით გაამახვილეს. ტიტუს კორლატეანის განცხადებით, რუმინეთი კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპულ დაჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

Add to Twitter Add to Facebook