მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კოცერტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნით კოცერტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რიგით მეორე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Batumi MusicFest დასკვნით კოცერტს დაესწრო. ახალგაზრდა ტალანტების მხარდასაჭერად ბათუმის ხელოვნების ცენტრში გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად მივიდა. ფესტივალის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ნიჭიერ ბავშვთაგან 15 საუკეთესო შეირჩა, რომელთაგან ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა. 15-ვე მოზარდს საქართველოს პრეზიდენტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. დღევანდელი კონცერტი პატარა ვირტუოზებმა გახსნეს, ხოლო შემდეგ მაყურებლის წინაშე წარსდგნენ საერთაშორისოდ აღიარებული და ადგილობრივი შემსრულებლები: ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სოლისტი ელისო ბოქლვაძე, საერთაშორისო სცენებზე მოღვაწე ქეთევან ქემოკლიძე და საფრანგეთში მოღვაწე ბათუმელი ტენორი ირაკლი კახიძე. ფესტივალის ორგანიზატორის, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და მისი საქველმოქმედო ფონდის "ლირა" მხარდაჭერით, კონცერტი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მიეძღვნა. ხელოვნების ცენტრში დამოტაჟებულ ყუთებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო თანხის გაღება, რომელსაც დიტო ცინცაძის ფონდი დაავადებული პატარების მკურნალობას მოახმარს. "ჩვენ გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ ბათუმს, აჭარას, რა თქმა უნდა, უპირველესად, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ასეთი მშვენიერი ფესტივალის მოწყობისთვის. მინდა საანგებოდ ვუთხრა მადლობა იმ არაჩვეულებრივ შემსრულებლებს, რომელებმაც დღეს დიდი სიამოვნება მოგვანიჭეს, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდა ვირტუოზებს, რომელთა ხილვისა და მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა. რასაკვირველია, დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიფაქიზე შესძინა დიმიტრი ცინცაძის ფონდის ჩაბმულობამ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საღამო მიეძღვნა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მინდა ყველას ვუთხრა მადლობა ამ მშვენიერი საღამოსთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook