მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შალვა შავგულიძეს და ვახტანგ ხმალაძეს შეხვდა. საუბრისას მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი  განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა  დეპუტატების მოსაზრება მოისმინა ფარული მიყურადების საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ. 

"საქართველოს პრეზიდენტს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავად საკითხის ინიციატორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრთა გარკვეულ ჯგუფთან. 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ თხოვნით, რომ საკუთარი  მოსაზრება გაეცნო  პრეზიდენტისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. დღეს გაიმართა შეხვედრა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ირგვლივ თავად ინიციატორთა  პოზიციების გაცნობა", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლმენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე

Add to Twitter Add to Facebook