მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოში გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოში გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა უწმინდესსა და უნეტარესს დაბადების დღე მიულოცა და ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობა და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.

„დიდი ბედნიერებაა, რომ ერს ჰყავს ისეთი სულიერი მწყემსი, რომელმაც საქართველოს უმძიმესი პერიოდი გამოატარა. თქვენი ხილვა ყოველთვის სასიხარულოა. ბედნიერებაა ყოველი იმ თარიღის აღნიშვნა, რომელიც თქვენს სახელს უკავშირდება. ბოლო 25 წლის განმავლობაში თქვენთან მცირე შეხებაც კი წელში გამმართავდა ხოლმე და მომავლის იმედს მაძლევდა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

„მადლობელი ვარ, რომ დღეს ჩვენთან მობრძანდით. შევთხოვ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“ გისურვებთ დიდ წარმატებებს. თქვენ გელოდებათ მრავალი საქმე. ქართველ ხალხს იმედი აქვს, რომ ის პრობლემები, რომლებიც წარსულში ჩვენი ერის წინაშე იდგა, გამოსწორდება თქვენი მოღვაწეობით. მრავალჟამიერ იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

Add to Twitter Add to Facebook