მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლორან ფაბიუსთან და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსათვის აქტუალური საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებს. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების თემაზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რეგიონში რუსეთის გავლენის ფაქტორებზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.  

შეხვედრისას ევროპელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.  

Add to Twitter Add to Facebook