მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი საქველმოქმედო საღამოს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საქველმოქმედო საღამოს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჩოხატაურს ესტუმრა, სადაც მედიასახლი "გურია ნიუსის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. ღონისძიება 16 წლის ვიტალი კილასონიას დასახმარებლად გაიმართა და შემოსული თანხა საზღვარგარეთ მის მკურნალობას მოხმარდება. გიორგი მარგველაშვილმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონცერტის ორგანიზატორებს კეთილი საქმის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.  კონცერტის დაწყებამდე ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივებსაც გაესაუბრა.

"მიხარია, რომ მონაწილე ვართ ამ ძალიან სწორი და  კარგი ინიციატივის. ეს ინიციატივა ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის დახმარებასა და ფონდის შექმნას ემსახურება. ვფიქრობ, ამ მომენტში ჩვენ არა მარტო ვეხმარებით ავადმყოფ ადამიანს, არამედ, შესაძლოა, ვაკეთებთ კიდევ უფრო მეტს - სიკეთისა და ერთმანეთის გვერდში დგომის უხილავ ძაფებს ვაბამთ ერთმანეთთან. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ასეთი წამოწყების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველ პირთან ერთად, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook