მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, სულითა და გულით გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს,  6 იანვარს აღნიშნავს.

სომეხთა და ქართველთა მეგობრობა იმდენი ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია.  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები საუკუნეთა განმავლობაში დაუღალავად იღწვიან ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის.  საქართველო ამაყობს თავისი სახელოვანი ეთნიკურად სომეხი შვილებით - მეცნიერებით, კულტურისა თუ საზოგადო მოღვაწეებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

Add to Twitter Add to Facebook