მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით სომხეთის დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობას. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველო-სომხეთის საპარლამენტო ჯგუფებს შორის.

როგორც გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა, სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრება, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყნებს, რადგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გახდება ხიდი ორ სავაჭრო ზონას შორის.

Add to Twitter Add to Facebook