მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე გიორგი მარგველაშვილი სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა  საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის საკითხთა ფართო სპექტრი  განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ  იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და ინფრასტრუქტულ პროექტებს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან გაფორმდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ამასთანავე უახლოეს მომავალში სომხეთი შეუერთდება ევრაზიის საბაჟო კავშირს. მისი თქმით, ეს არ იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორი, პირიქით - საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება.     

გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა ყურადღება ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილეს. როგორც სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერების რეგულარული შეხვედრები დადებითად აისახება ორი ერის ურიერთობაზეც.   

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.  

Add to Twitter Add to Facebook