მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის  ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის  ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებრს ნინო წიკლაურს (მედროშე), იასონ აბრამაშვილს და ალექსი ბენიაიძეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მათ წარმატება უსურვა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს, ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების სათანადოდ მომზადებისთვის.

 „დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სოჭში ასეთი გამორჩეული სპორტსმენები მიდიან და იქ დაიცავენ ჩვენი პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის სახელს, რომელმაც მსოფლიო რუკაზე ადგილი სწორედ ასეთი სპორტსმენებისა და სხვა უნიჭიერესი ადამიანების დამსახურებით დაიმკვიდრა. ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას, ქართული სიამაყისა და განსაკუთრებულობის გატანას ვუსურვებ, რასაც ყოველთვის ვახერხებდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის რთულ ვითარებაში გაიმართება, თუმცა, მისივე განცხადებით, პოლიტიკურად, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„საქართველო სოჭში  მსოფლიო თანამეგობრობის გვერდით იდგება, იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების ურყევობას. რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ არ ვრჩებით ერთი-ერთზე, დაპირისპირებულები. მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც ამ პროცესის პოლიტიზება უნდა - პოლიტიკურადაც,  ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.  

Add to Twitter Add to Facebook