მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს  მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს  მიესალმება

მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი ერთგულებას და მხარს უჭერს  წევრი სახელმწიფოების ძალისხმევას მშვიდობიანად დაარეგულირონ კონფლიქტები.

ოკუპაცია, ახალი ბარიერების აღმართვა და სეპარატიზმის მხარდაჭერა სრულიად მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას ნებისმიერი სადავო და მტკივნეული საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისათვის. სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მხრივ, მათზე ზეწოლა სრულიად დაუშვებელია.

კიდევ ერთხელ მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს და ვადასტურებთ მხარდაჭერას იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია თანამშრომლობის გაღმავებისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ.

Add to Twitter Add to Facebook