მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა ურმას პაეტთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილა. საუბარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვას შეეხო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას და მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას ივნისში, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გზაზე.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიისათვის მანდატის გაგრძელების აუცილებლობა. მხარეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელეს. ურმას პაეტმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ყოველთვის მზად არის გაუზიაროს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დღეს სრულდება,  გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ გამართულ გალა სადილს დაესწრება.

Add to Twitter Add to Facebook