მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაური მედიაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემურ თემებად სოციალური და კომერციული რეკლამების, ასევე  ფინანსური გამჭირვალობის შესახებ კანონები დაასახელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მხარეების შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთვევაში მსგავსი ფორმატით მომავალშიც შეიკრიბებიან.

მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და მათთვის მეტად საინტერესოა მსგავსი ფორმატით პრეზიდენტთან ურთიერთობა.

ქვეყნის პირველი პირი მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს, მათ შორის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან. 

Add to Twitter Add to Facebook