მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პირველი პირი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე დასასწრებად კიევში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის  შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან. პირველ შეხვედრას გიორგი მარგველაშვილი  უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკთან გამართავს. ქვეყნის პირველი პირი ევროპის მაიდანსაც მოინახულებს და პატივს მიაგებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. 

Add to Twitter Add to Facebook