მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს

გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს  დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.  ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, სწრაფვა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და უკეთესი მომავლისადმი. მტკიცედ მჯერა, რომ  გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს.

 

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო ახლადარჩეულ უმაღლეს რადას წარმატებული მოღვაწეობა ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

Add to Twitter Add to Facebook