მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს ოლეკსანდრ ვილკულს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ უკრაინა როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევს.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას დაეთმო.

Add to Twitter Add to Facebook