მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა კიევში პირველი ორმხრივი შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.  გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიული არჩევნებით  უკრაინელმა ხალხმა მოახდინა ძლიერი ნების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა შექმნას ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი  ევროპული ქვეყანა. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა უკრაინამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში.

შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილი და არსენ იაცენუკი შეთანხმდენენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობისა და  პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.   

შეხვედრისას მხარეებმა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებიც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს მიიღო.

Add to Twitter Add to Facebook