მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის ელჩის მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის ელჩის მიღებას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში უნგრეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში  ცენტრალური ევროპული  უნივერსიტეტის (CEU) კურსდამთავრებულთათვის გამართულ  მიღებას დაესწრო.

ქვეყნის  პირველმა პირმა  კურსდამთავრებულებს  სიტყვით მიმართა  და მათ  ევროპული განათლების მნიშვნელობაზე  ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის  განცხადებით,  ევროკავშირის ქვეყნებთან  მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, განათლების  სფეროში, მეტად  მნიშვნელოვანია  საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,  როგორც მან  აღნიშნა, უცხოეთში  განათლებამიღებული სტუდენტების მომავალი  საქმიანობა დიდად  წაადგება ქვეყნის  განვითარებას.

Add to Twitter Add to Facebook