მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას პირისპირ შეხვდა

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე კონკრეტულ  დარგებში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში შეასრულა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, კერძოდ უკრაინაში შექმნილ კრიზისს.

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, გამოითქვა სურვილი გაღრმავდეს თანამშრომლობა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრისას განხილული თემები პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.

Add to Twitter Add to Facebook