მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის რეპუბლიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. შეხვედრისას, მათ იმ განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრეს, რომელიც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში საფრანგეთმა შეასრულა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობას და  აღნიშნა , რომ მხარს უჭერს  საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტანდარტებთან მიახლოვებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას

გიორგი მარგველაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაც აღნიშნეს.

 საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.

https://mail.google.com/mail/u/0/images/cleardot.gif

 

Add to Twitter Add to Facebook